Sky Germany-ის ინფორმაციით, ტოტენჰემი ბაიერნიდან იჯარით წამოყვანილი ჟოაო პალინიას თამაშით კმაყოფილია. ლონდონურ კლუბს, რომელიც გავარდნის საფრთხის წინაშე დგას, მისი გამოსყიდვა სურს, თუმცა იდეალურ ვარიანტში ბავარიელებთან პირობების გადახედვას გეგმავს.
თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით, გამოსასყიდი ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც შესაძლოა ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატოს და ჯამურმა ღირებულებამ 30 მილიონს მიაღწიოს.
თუ ბუნდესლიგის ახლადკურთხეული ჩემპიონები ფასის შემცირებაზე არ დათანხმდებიან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ტოტენჰემმა ნახევარმცველი შეისყიდოს.
პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიმდინარე სეზონის ბოლოს გახდება ცნობილი. ბაიერნი მზად არის ფეხბურთელის გასაყიდად, მიუხედავად იმისა, რომ მისი კონტრაქტი 2028 წლამდეა ძალაში. მაშინაც კი, როცა ზაფხულში გუნდს ლეონ გორეცკა დატოვებს, იოზუა კიმიხი და ალექსანდარ პავლოვიჩი მიუნხენელთა ნახევარდაცვის მთავარ ფიგურებად დარჩებიან.