იმ ფონზე, რომ მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის სათავეში მოექცა, მოიგო კარაბაოს თასი და ასოციაციის თასის ნახევარფინალში საუთჰემპტონთან შეხვედრა გაინაღდა, პეპ გვარდიოლამ შეტევის სასურველი ოთხეული უკვე ჩამოაყალიბა. ერლინგ ჰალანდი, ანტუან სემენიო, ჟერემი დოკუ და რაიან შერკი სიტის შეტევის პირველ არჩევნად იქცნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს კვარტეტი გუნდის ბოლოდროინდელი წარმატების მთავარი კომპონენტია, მათი შემცვლელები იმავე დონეზე ვერ არიან. ომარ მარმუში, სავინიო და ტიჯანი რეინდერსი სიტის ბოლო ხუთ მატჩში თითქმის არ გამოჩენილან. აშკარაა, რომ სიტის ზაფხულში შეტევის ხაზში მეტი ხარისხის დამატება დასჭირდება.
Sky Sports-ის ახალი ინფორმაციით, მანჩესტერ სიტი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის უკვე აკვირდება რამდენიმე ფეხბურთელს.
ლაიალ თომასისა და ადრიან კაჯუმბას ცნობით, სიტის თვალთახედვის არეში ორი მოთამაშე მოხვდა: ლაიპციგის ახალგაზრდა ვინგერი იან დიომანდე და ბორნმუთის ნიჭიერი თავდამსხმელი ჟუნიორ კრუპი. დიომანდემ ლაიპციგში ჩატარებული მატჩებით დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია, ხოლო კრუპი ბორნმუთის რიგებში პრემიერ ლიგაში ბრწყინავს. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 11 გოლია. ორივე ფეხბურთელი 19 წლისაა და მათ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.
ფაქტია, რომ სიტის თამაშის ხარისხი საგრძნობლად იკლებს, როდესაც დოკუს, შერკის, სემენიოს ან ჰალანდს სავინიო, მარმუში ან რეინდერსი ცვლიან.