დინამო თბილისმა ეროვნული ლიგის 26-ე ტურში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაგრა დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.
თემურ ქეცბაიას შეგირდებმა უპირატესობა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს. პირველი ტაიმი დინამოელთა აბსოლუტური დომინაციით წარიმართა და გიორგი ხარაიშვილის დუბლითა და ნიკა ნინუას ზუსტი დარტყმით მასპინძლებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს.
მეორე ნახევარში გაგრა კაცნაკლული დარჩა მას შემდეგ, რაც სანტოს პორფირიო გააძევეს.
რიცხვობრივი უპირატესობით დინამოელებმა კიდევ ერთხელ ისარგებლეს. მეტოქის კარი ნემან კურდიჩმა აიღო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ, დინამო თბილისი 42 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ სამეულში იმყოფება.