VIDEO: დილა-ბათუმი - საინტერესო ანგარიში და სატურნირო ცხრილის მდგომარეობა
7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 26-ე ტური გორში გამართული სანახაობრივი და უხვგოლიანი შეხვედრით დაიწყო. დილამ საკუთარ მოედანზე ბათუმის დინამოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
შეხვედრა გორელთა აქტიურობით დაიწყა და 39-ე წუთზე ლაშა მენთეშაშვილის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულს, კომპენსირებულ დროში ლუკა წულუკიძემ წონასწორობა აღადგინა.
მეორე ნახევარში ბათუმელები ულად-ომარ იმრანმა გაიყვანა წინ. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში სტუმართა გოლებს წინ სანდრო ალთუნაშვილის ზუსტი გადაცემები უძღოდა.
დილამ თამაშის გადარჩენა შეძლო. 82-ე წუთზე, შოთა შეყილაძის ჩაწოდების შემდეგ, ბათუმელთა ლუქსემბურგელმა მცველმა, ენეს მაჰმუტოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.
შეხვედრის ბოლოს ბათუმელები არასრული შემადგენლობით დარჩნენ, რადგან 90+2-ე წუთზე უხეშობისთვის უერდი მარა გააძევეს.
ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ბათუმის დინამო 44 ქულით სატურნირო ცხრილის ლიდერობას განაგრძობს. მას უკან რუსთავი (43 ქულა) და იბერია (40 ქულა) მიჰყვებიან.