VIDEO: რონალდუს 971-ე გოლი - ალ ნასრმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საუდის პრო ლიგის 33-ე ტურში ალ შაბაბი ალ ნასრს დაუპირისპირდა და 2-4 დამარცხდა.
სტუმართა მხრიდან ჰეთ-თრიქი შეასრულა ჟოაო ფელიქსმა, ერთი გოლი კი კრიშტიანუ რონალდუმაც გამოიტანა, მასპინძელთა შემადგენლობაში კი თავი იანიკ კარასკომ გამოიჩინა.
ალ ნასრმა ამ მოგებით 82 ქულა დააგროვა და სეზონის დასრულებამდე 2 ტურით ადრე მდევარ ალ ჰილალს, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 5 ქულით უსწრებს.
რაც შეეხება კრიშტიანუ რონალდუს, პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში 26-ე გოლი გაიტანა და ბომბარდირ აივან ტოუნის 4 გოლით ჩამორჩება, კარიერაში კი მან 971-ე გოლი მიითვალა.