სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
სამხრეთ ამერიკაში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-11 ტურში პარაგვაის ნაკრებმა ასუნსიონში მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა მიიღო.
მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. ენცო ფერნანდესის პასის შემდეგ თავისი მომენტი ლაუტარო მარტინესმა გამოიყენა და სტუმრები წინ გაიყვანა.
მასპინძლებმა წონასწორობა მალევე აღადგინეს. მე-19 წუთზე ანტონიო სანაბრიამ ულამაზესი მაკრატელა დარტყმით 1-1 გახადა ანგარიში.
მატჩის გადამწყვეტი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში, 47-ე წუთზე გავიდა. ჯარიმიდან ჩაწოდების შემდეგ თავური დარტყმით გოლი ომარ ალდერეტემ გაიტანა და საბოლოოდ მასპინძელ გუნდს 3 ქულაც მოუტანა. არგენტინელებმა თამაშის დარჩენილ დროში მინიმუმ ქულის მოპოვება ვეღარ მოახერხეს და შეხვედრა 2-1 დასრულდა.
11 მატჩის შემდეგ არგენტინა 22 ქულით ცხრილში პირველ ადგილზეა, პარაგვაის კი 16 ქულა აქვს და მე-6 პოზიციაზეა.
სამხრეთ ამერიკიდან მსოფლიო ჩემპიონატზე 6 საუკეთესო გუნდი გადის.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები