გერმანიის ქალაქ ჰალეში ჩოგბურთის 500-ქულიანი ტურნირი იმართება, სადაც სენსაცია დაფიქსირდა.
1/8 ფინალურ ეტაპზე ერთმანეთს ალექსანდერ ბუბლიკი და მოქმედი ჩემპიონი იანიკ სინერი შეხვდნენ.
პირველი სეტი იტალიელის გამარჯვებით 6-3 დასრულდა, თუმცა ბუბლიკმა თამაშის მოტრიალება შეძლო და მომდევნო ეტაპზე გავიდა (6-3, 3-6, 4-6).
რეიტინგის პირველი ნომრის დამარცხების შემდეგ, ბუბლიკი 1/4 ფინალში ჩეხ ტომაშ მაჩაკს დაუპირისპირდება.