VIDEO: სრული სიგიჟე როლან გაროსზე - ალკარასის საოცარი ქამბექი და ზედიზედ მეორე ჩემპიონობა
08 ივნ, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში როლან გაროსის კაცთა თანრიგის ფინალი გაიმართა, სადაც ერთმანეთს რეიტინგის პირველი და მეორე ნომრები - იანიკ სინერი და კარლოს ალკარასი დაუპირისპირდნენ.
იტალიელმა პირველი 2 სეტის მოგება და უპირატესობის მოპოვება მოახერხა (6-4, 7-6), თუმცა მთავარი ამის შემდეგ დაიწყო.
ალკარასმა მესამე სეტში 4-6 იმარჯვა და თამაშში დაბრუნდა, მეოთხე სეტში კი მატჩის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი ვიხილეთ.
როცა გეიმების ანგარიში 5-3 იყო, სინერს 3 საჩემპიონო ქულა ჰქონდა და ერთი წარმატებული ქულის შემთხვევაში როლან გაროსის ჩემპიონი კარიერაში პირველად ხდებოდა, თუმცა ესპანელმა სიტუაციის გადარჩენა შეძლო და საქმე ტაიბრეიკამდე მივიდა, რომელშიც კარლოსმა 7-3 მოიგო. სეტებში ანგარიში გათანაბრდა (2-2).
მეხუთე გადამწყვეტი სეტი კი დრამატული ფინალის ლოგიკური დასასრული იყო, თამაშში მე-3 ტაიბრეიკი შედგა, რომელშიც ალკარასმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა და როლან გაროსის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა.
22 წლის ესპანელმა კარიერაში მე-5 დიდი სლემის ტურნირი მოიგო, იმდენი რამდენიც ამ ასაკში რაფა ნადალს ჰქონდა.
ასევე კარლოსმა კარიერაში პირველად შეძლო ორსეტიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა და მატჩის მოგება. ის გახდა როლან გაროსის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 3 საჩემპიონო ქულა გადაარჩინა.
აღნიშნული ფინალი გამორჩეული გამოდგა იმითაც, რომ ეს გრანდ სლემების ისტორიაში მეორე ყველაზე გრძელი ფინალი აღმოჩნდა - 5 საათი და 29 წუთი.