10 თვის შემდეგ პირველად, მსოფლიო ჩოგბურთის რეიტინგის ლიდერი, იანიკ სინერი, კარლოს ალკარასის გარდა სხვა ჩოგბურთელთანაც დამარცხდა.
ეს უიმბლდონისთვის მოსამზადებელ ჰალეს 500-იან ტურნირზე მოხდა, სადაც სინერი 1/8 ფინალში ყაზახეთის სახელით მოთამაშე საშა ბუბლიკს დაუპირისპირდა.
პირველი სეტის მოგების მიუხედავად, იტალიელმა მომდევნო ორი სეტი და მასთან ერთად მატჩიც დათმო ბუბლიკთან, რომელსაც ორიოდე კვირის წინ როლან გაროსის 1/4 ფინალში უშანსოდ მოუგო.
საინტერესოა, რომ კარლო ალკარასის გარდა სხვა ჩოგბურთელთან სინერს 2024 წლის აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა წაგებული - უკანასკნელად ეს 11 აგვისტოს, ანდრეი რუბლევთან მოხდა.
ეს თითქმის 1-წლიანი სესია 49-მატჩიან მოგებათა სერიას ითვლიდა.