VIDEO: შორიდან მაგარი შეაგდო - მექვაბიშვილის უმნიშვნელოვანესი გოლი, მისი გუნდი თანალიდერია
07 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ანრი მექვაბიშვილმა, რუმინეთის სუპერლიგის საჩემპიონო ჯგუფის მე-3 ტურში, კლუჟს ულამაზესი გოლი გაუტანა. მისმა უნივერსიტატ კრაიოვამ უმნიშვნელოვანესი მატჩი 2:0 მოიგო.
ქართველმა ნახევარმცველმა, 56-ე წუთზე, როცა ანგარიში 0:0 იყო, გადმოვარდნილი ბურთი მკერდით მიიღო და შორეულ დაბალ კუთხეში ლამაზი გოლი შეაგდო. მალევე მისმა გუნდმა მეორეც შეაგდო, თავად ანრი 63-ე წუთზე შეცვალეს.
კონკრეტულად ჩემპიონატში, ანრისთვის ოქტომბრის შემდეგ პირველი გოლია, სულ მიმდინარე სუპერლიგაში 7 საგოლე მოქმედება მოაგროვა - 2 გოლი და 5 ასისტი. რაც შეეხება ყველა ტურნირს, ჯამში ჩატარებულ 43 მატჩში 3 გოლი და 7 ასისტი აქვს.
საჩემპიონო ჯგუფის 3 ტურის შემდეგ, მექვაბიშვილის გუნდს 36 ქულა აქვს, უნივერსიტატეა კლუჟთან ერთად, თანალიდერია და ქვეყნის ჩემპიონობისთვის იბრძვის.
ლიდერები კონკურენტებს მინიმუმ 5 ქულით უსწრებენ, მომდევნო ტურში, 13 აპრილს კი ერთმანეთს შეხვდებიან - ქართველის გუნდი სტუმარი იქნება. ამ მატჩის ჩათვლით, სათამაშო კიდევ 7 ტურია.