• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
VIDEO: სქესთა ბრძოლა 2 - კირიოსმა საბალენკა ორ სეტში დაამარცხა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: სქესთა ბრძოლა 2 - კირიოსმა საბალენკა ორ სეტში დაამარცხა

29 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ჩოგბურთში "სქესთა ბრძოლა 2"-ად შეფასებული მატჩი, მამაკაცთა რეიტინგის ყოფილ მე-13 ნომერ ნიკ კირიოსსა და ქალთა რეიტინგის ამჟამინდელ პირველ ნომერ არინა საბალენკას შორის, კირგიოსის გამარჯვებით დასრულდა - 6:3; 6:3.


შეხვედრა სპეციალური წესებით ჩატარდა - საბალენკას კორტის ნაწილი 9%-ით უფრო მცირე იყო, ასევე ჩოგბურთელებს ჩაწოდების მხოლოდ 1 მცდელობა ჰქონდათ - ორივე ეს შეზღუდვა იმის დასაბალანსებლად, რომ მამაკაცის ძალისა და გამძლეობის გავლენა შეემცირებინათ.


საბალენკა პირველ სეტში ერთხელ დაწინაურდა, როცა პირველი გეიმი მოიგო, შემდეგ ანგარიში 3:3 იყო, რასაც კირიოსმა ზედიზედ 3 გეიმისა და სეტის მოგება მიაყოლა.


მეორე პარტიაში ქალთა პირველი ნომერი 3:1 და მეტოქის მოწოდებაზე 30:0 დაწინაურდა, თუმცა ავსტრალიელმა, რომელსაც ბოლო 39 თვის განმავლობაში პროფესიონალურ ტურში მხოლოდ 8 თამაში აქვს ჩატარებული, სხვაობა დაქაჩა და, საბოლოოდ, ზედიზედ 5 გეიმის მოგებით, თამაშიც დაასრულა.


შეხვედრა დუბაიში, გადავსებულ კოკა-კოლა არენაზე, 17 000 გულშემატკივრის თანხლებით ჩატარდა. თამაშს ფეხბურთის ბრაზილიელი ვარსკვლავები - კაკა და რონალდო ესწრებოდნენ, ასევე ტრიბუნაზე იყო ინგლისის ნაკრებისა და ლივერპულის ექს-ფორვარდი, პეტერ კრაუჩიც.


თამაშის შემდეგ, ორივე ჩოგბურთელმა აღნიშნა, რომ მსგავსი გამოცდილება მომავალშიც კარგი იქნებოდა და კიდევ ერთხელ თამაშის სურვილი ღიად გამოთქვეს.


ისტორიაში პირველი საჩოგბურთო "სქესთა ბრძოლა" 1973 წლის სექტემბერში შედგა. იმჟამინდელმა გამორჩეულმა ქალმა ჩოგბურთელმა, ბილი ჯინ კინგმა მამაკაცებში 6 დიდი სლემის მომგებ და იმ დროისთვის 55 წლის ასაკის ბობი რიგზს დამაჯერებლად მოუგო - 6:4; 6:3; 6:3.


კრიტიკოსთა შეფასებით, კირგიოსისა და საბალენკას მატჩისთვის "სქესთა ბრძოლის" იმ ფორმატის მე-2 სერიად შეფასება მართებული არაა, რადგან ის ღონისძიება თანასწორობისკენ გადადგმული დიდი სოციალური ნაბიჯი გახლდათ, ეს თამაში კი უბრალოდ საჩოგბურთო მატჩი, რომელიც ქალთა ჩოგბურთის პროგრესს ხელს არ შეუწყობს.


კრიტიკოსთა აზრზეა თავად 82 წლის ბილი ჯინ კინგიც: "ეს იგივე არაა, ჩვენი მატჩი სოციალურ ცვლილებებს ეხებოდა, რასაც ამაზე ვერ ვიტყვი. მე ვიცოდი, რომ მისთვის უნდა მომეგო, რადგან სოციალური შეხედულებები და მიდგომები შემეცვალა. მოსაგებად ბევრი მიზეზი მქონდა. თუმცა, იმედი მაქვს, კარგი თამაში გამოვა და საბალენკა გაიმარჯვებს".


ცნობისთვის, ქალსა და მამაკაცს, ნახსენები შეხვედრის გარდა, კიდევ 2-ჯერ უთამაშიათ - 1973 წლის მაისში, 55 წლის ბობი რიგზმა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ქალ ჩოგბურთელ 30 წლის მარგარეტ კორტს (ქალთა შორის, ყველაზე მეტი - 24 დიდი სლემის ტიტული აქვს მოგებული) 6:2; 6:1 მოუგო; 1992 წლის სექტემბერში კი 40 წლის ჯიმი კონორსმა (დიდი სლემის 8 ტიტული) 35 წლის მარტინა ნავრატილოვა (დიდი სლემის 18 ტიტული) 7:5; 6:2 დაამარცხა.


ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

ჩოგბურთი
საბალენკა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

2 სეტში დამარცხდა - ბასილაშვილი ფინიქსის ტურნირს გამოეთიშა

•ქართული

ქართული

2 სეტში დამარცხდა - ბასილაშვილი ფინიქსის ტურნირს გამოეთიშა
•ქართული

ქართული

VIDEO: რევანში შედგა - არინა საბალენკა ინდიან უელსის ჩემპიონია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: რევანში შედგა - არინა საბალენკა ინდიან უელსის ჩემპიონია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: ინდიან უელსზე ავსტრალიის ქალთა ფინალი მეორდება

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: ინდიან უელსზე ავსტრალიის ქალთა ფინალი მეორდება
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

14 მარ, 2026

2 სეტში დამარცხდა - ბასილაშვილი ფინიქსის ტურნირს გამოეთიშა

News image

15 მარ, 2026

VIDEO: რევანში შედგა - არინა საბალენკა ინდიან უელსის ჩემპიონია

News image

14 მარ, 2026

VIDEO: ინდიან უელსზე ავსტრალიის ქალთა ფინალი მეორდება

News image

15 მარ, 2026

მესის, ნადალისა და ალის ფენომენი: წარმატების მეცნიერული საიდუმლო

კომენტარები

ლინკის დაკოპირება