VIDEO: სუპერ სანახაობა ტურინში - იუვემ 3-ბურთიანი სხვაობა დააქამბექა, 1/8 ფინალში გალა გავიდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
სტამბულში 2:5 მარცხის შემდეგ, იუვენტუსმა გალათასარის ძირითად დროში 3:0 მოუგო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა.
ტურინელთაგან გოლები ლოკატელიმ, გატიმ და მაკკენიმ შეაგდეს, აი დამატებით დროში კი თურქებმაც გაიტანეს - ჯერ ოსიმენმა, შემდეგ ილმაზმა. შედეგად, უშუალოდ დღევანდელი მატჩი ბიანკონერიმ 3:2 მოიგო, მაგრამ ჯამში გალამ 7:5 გაიმარჯვა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ იუვე 1:0-ზე, 48-ე წუთიდან, კელის გაძევების გამო, კაცნაკლული თამაშობდა და 2 გოლი სწორედ ასეთ პირობებში გაიტანა.
თურქული გრანდი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში 2014 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს - საინტერესოა, რომ ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩი მაშინ იუვენტუსს მოუგო.
ოქან ბურუქის გუნდის შემდეგი მეტოქე ლივერპული ან ტოტენჰემი იქნება - პარასკევს გასამართი წილისყრისას გაირკვევა.