VIDEO: თითქმის სამსაათიანი ბრძოლა - ალკარასმა ფრიცს მოუგო
11 ნოე, 2025 · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
იტალიის ქალაქ ტურინში ATP-ის 2025 წლის შემაჯემებელი ტურნირი მიმდინარეობს.
მორიგ მატჩში ერთმანეთს რეიტინგის პირველი ნომერი, კარლოს ალკარასი და ტეილორ ფრიცი დაუპირისპირდნენ.
ამერიკელმა პირველი სეტი მოიგო, თუმცა ესპანელმა თამაშის მოტრიალება შეძლო და 3 სეტში (6-7, 7-5, 6-3) გამარჯვება მოიპოვა. შეხვედრა 2 საათი და 50 წუთი გაგრძელდა.
ალკარასმა ორივე მატჩი მოიგო და ჯგუფს სათავეში უდგას. ფრიცმა პირველ შეხვედრაში ლორენცო მუზეტის აჯობა 2 სეტში.
იტალიელი პირველი გამარჯვების მოპოვებას ალექს დე მინორთან შეეცდება, რომელმაც თავის მხრივ პირველ შეხვედრაში ალკარასთან წააგო.