მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერმა, კარლოს ალკარასმა 26 ოქტომბერს გამართული ელ კლასიკოს ზუსტი ანგარიში და გოლების ავტორები გამოიცნო.
Eurosport-ის ეთერში ესპანელმა, რომელიც რეალის ცნობილი გულშემატკივარია, პროგნოზი გააკეთა: „რთული იქნება, მაგრამ მგონია, რომ რეალი 2:1 მოიგებს, გოლებს კი მბაპე და ბელინგემი გაიტანენ."
გამოიცნო გამარჯვება - ბუკმეიკერების აზრით, რეალს ამ მატჩის მოგების 51% შანსი ჰქონდა (ბარსელონას 27%) - მადრიდელებმა მატჩი დიდი უპირატესობით ჩაატარეს, თუმცა მინიმალური ანგარიში ბოლომდე შენარჩუნდა.
ზუსტი ანგარიშის გამოცნობას 10% შანსი ჰქონდა - თანაც, პროგნოზის ვერ გამართლების რისკი დიდი იყო, რადგან რეალმა ამ ორის გარდა კიდევ სამი გოლი გაიტანა და მბაპემ პენალტიც ვერ გამოიყენა.
გამოიცნო ზუსტი ავტორები - კილიანის გოლში ბუკმეიკერები დარწმუნებულები იყვნენ და 74% შანსს აძლევდნენ, ჯუდს კი - მხოლოდ 29%. ალბათობა, რომ ორივე გაიტანდა, 21%-ს არ აღემატებოდა.
კარლოსის მიერ ყველა გამოცნობილი შედეგი რომ დავაჯამოთ - ანგარიშიც და ორივე გოლის ავტორიც, გამოდის, რომ ალკარასმა 1.1% ალბათობა გამოიცნო.