მადრიდის რეალის ოფიციალური გვერდის ცნობით, დანი კარვახალმა მარჯვენა მუხლზე ტრავმა მიიღო.
რეალის მარჯვენა მცველს ართროსკოპია ჩაუტარდება, რეაბილიტაცია კი 2-3 თვე გაგრძელდება.
სავარაუდოდ კარვახალი მადრიდელებს იანვრამდე ვერ დაეხმარება.
33 წლის ესპანელმა ბარსელონასთან მატჩამდე 4 შეხვედრა გამოტოვა, ელ კლასიკოში კი 19 წუთი ითამაშა.