ბარსას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, მარკუს ზორგმა, წაგებული (1:2) ელ კლასიკო შეაფასა.
- რა დააკლდა ბარსას?
„მე მგონია, რომ იმაზე მეტი შეცდომა დავუშვით, ვიდრე მიჩვეულები ვართ. ძალიან ღრმად ვიცავდით თავს და მოტოქის საჯარიმოსთან ვერ ვახერხებდით იმდენად ხშირად მისვლას, რომ სახიფათო მომენტები შეგვექმნა."
- ლამინ იამალს საუკეთესო თამაში არ ჰქონია...
„მისთვის ადვილი არ ყოფილა. შესვენებაზე ბევრი ვილაპარაკეთ ისეთი სიტუაციების შექმნაზე, სადაც ის მცველთან ერთი ერთზე დარჩებოდა. ზოგჯერ მცველებს კარგი მატჩი აქვთ და ეს უნდა ვაღიაროთ..."
- რა მოხდა მატჩის ბოლოს?
„სიმართლე გითხრათ, ვერაფერი შევამჩნიე. არ ვიცი, ვინ დაიწყო. სათადარიგოთა სკამებს შორის უცებ თავყრილობა შეიქმნა, ხალხი ყვიროდა... ჩვენ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ."
- სამართლიანი შედეგია?
„ყველაფერი მოვსინჯეთ. ბოლოს ორი მცველითაც ვთამაშობდით, მაგრამ ვიცოდით, რომ რეალი კონტრშეტევებზე ძალიან ძლიერია. საკმარისი მომენტი არ გვქონია იმისთვის, რომ მეორე გოლი გაგვეტანა." - აღნიშნა ზორგმა, რომელიც ამ მატჩში დისკვალიფიცირებულ ფლიკს ცვლიდა.