VIDEO: "ბევრს ლაპარაკობ და მარტო უკან პასებს აკეთებ, აქ ილაპარაკე", - ვინისიუსი იამალს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანტიაგო ბერნაბეუზე გამართული ელ კლასიკო შეხლა-შემოხლით დასრულდა.
საფინალო სასტვენის შემდეგ ფეხბურთელებს შორის სიტუაცია დაიძაბა.
თავიდან, იამალთან კარვახალი მივიდა და ხელის ჟესტით ანიშნა, რომ ის ბევრს ლაპარაკობს. ამის შემდეგ, მოვლენათა ეპიცენტრში ვინისიუსი და ლამინ იამალი აღმოჩნდნენ.
„ბევრს ლაპარაკობ, ძალიან ბევრს." - უთხრა ვინისიუსმა იამალს, რომელიც ბარსას შემტევს მოედნიდან გასვლამდეც ესროდა მსგავს ფრაზებს:
„მოედნის ფარგლებს მიღმა სულ ლაპარაკობ. მოდი, აქ ილაპარაკე, ახლა ილაპარაკე. დღეს მარტო უკან პასებს აკეთებ, მარტო მცველებს აძლევ პასს."
ამის პასუხად იამალმა ვინისიუსს უთხრა, რომ საქმე გასახდელში გაარჩიონ, რის შემდეგაც ბრაზილიელმა ლამინთან მივარდნა სცადა, თუმცა შეაჩერეს.