ელ კლასიკოში ვინისიუსი ძალიან უკმაყოფილო დარჩა, რომ ჩაბი ალონსომ 72-ე წუთზე მისი შეცვლა გადაწყვიტა.
ბრაზილიელმა უკმაყოფილება მოედანზევე ვერ დამალა, მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და სათადარიგოთა სკამის ნაცვლად, პირდაპირ გასახდელისკენ გაეშურა.
მოგვიანებით, ვინისიუსი გასახდელიდან ამოვიდა და სათადარიგოზე დაჯდა.