ჩაბი ალონსომ ელ კლასიკო (2:1) შეაფასა და ვინისიუსის საქციელზეც გააკეთა კომენტარი, რომელმაც ცვლილებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა.
„მოტივაციისთვის იამალის სიტყვები არ გვჭირდებოდა, ისედაც საკმარისად მოტივირებულები ვიყავით. აქამდეც გვილაპარაკია ამ მატჩის მნიშვნელობაზე, ეს სამ ქულაზე მეტია. მითუმეტეს, რომ ბიჭებს სჭირდებოდათ დიდი მატჩის მოგების შეგრძნება. ეს თამაში თავდაჯერებას მოგვცემს.
VIDEO: ვინისიუსის გაცეცხლებული რეაქცია ცვლილებაზე
ვინისიუსის საქციელი? მატჩიდან პოზიტივის აღება მინდა, ვინისგანაც ბევრი კარგი რამ ვნახე ამ თამაშში და არ მინდა კონცენტრაციის გაფანტვა.
მასთან პირადად დავილაპარაკებთ. მოედანზე ვინისიუსმა საუცხოო თამში ჩაატარა და გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა." - აღნიშნა ესპანელმა სპეციალისტმა.