ტონი კროოსმა კლასიკოში ვინისიუსის შეცვლის შემდგომ რეაქციაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.
კვირას რეალმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბარსელონა 2:1 დაამარცხა, ვინისიუსი მოედნიდან 72-ე წუთზე გაიყვანეს, რის გამოც მან ჯერ სტადინზევე ბევრი იჩხუბა, შემდეგ ჩაბი ალონსოს ხელი არ ჩამოართვა და პირდაპირ გასახდელს მიაშურა. გასვლისას, ბრაზილიელი ამბობდა: "ისევ მე? მე მცვლი? გუნდიდან წავალ! ალბათ სჯობს, რომ წავიდე."
VIDEO: ვინისიუსის გაცეცხლებული რეაქცია ცვლილებაზე
„როცა გამორჩეულ თამაშს ატარებს, განსაკუთრებით ასეთ თამაშში, ცვლილებით ყოველთვის უკმაყოფილო რჩები. მეც არასდროს არ მსიამოვნებდა, როცა მცვლიდნენ, თუმცა სიმართლე გითხრათ, პირდაპირ გასახდელში არასდროს არ წავსულვარ.
ყოველთვის ადვილია გვერდიდან განსჯა, თუმცა მახსოვს, რომ რეალურად არავინ არ იცის, რამდენად არ გინდა მოედნის დატოვება კლასიკოში, როცა 80 ათასი მაყურებლის წინაშე თამაშობ და ანგარიში 2:1-ა. ვინც ამ სიტუაციაზე მსჯელობს, ვერავის ვერ წარმოუდგენია ეს ემოციები. უმეტესობა ამაზე უბრალოდ ლაპარაკობს, არადა მის ადგილზე საკუთარი თავი ვერც კი წარმოუდგენია.
როცა ის დამშვიდდება და აბსტრაგირდება, ალბათ იფიქრებს, რომ ამ ბრაზის გადადება შეეძლო. როგორც მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ძალიან ემოციური სიტუაცია, როცა ასეთ დიდ მატჩში მონაწილეობ.
მსგავსი რაღაც ბევრჯერ გადამხდენია, ამიტომ ამას ყოველთვის ასე სერიოზულად არ უნდა მიუდგე. მწვრთნელები როგორც წესი ამას დიდ ყურადღებას არ ქცევენ. განსაკუთრებით ისინი, ვინც წარსულში იყო ფეხბურთელი." - აღნიშნა რეალის ექს-ფეხბურთელმა თავის პოდკასტში.