ლამინ იამალის მამა მისი შვილის კლასიკოში მარცხს და მატჩის შემდეგ კონფლიქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე, მუნირ ნასრაუიმ სოციალურ ქსელში პირდაპირი ეთერი გაუშვა, სადაც საჭმელს ამზადებდა, შემდეგი წარწერით: "მე აქ ვაცხობ, ჩემი შვილი კი იქ [რეალს] გამოაცხობს."
მას შემდეგ, როცა რეალმა ბარსელონა 2:1 დაამარცხა, იამალის მამამ სოციალურ ქსელში შემდეგი სთორი დადო:
„კიდევ კაი ის მხოლოდ 18 წლის არის. შევხვდებით ბარსელონაში."
