სპორტულ ექიმს მიაჩნია, რომ კლასიკოში ლამინ იამალს ტრავმამ შეუშალა ხელი.
კვირას ბარსელონა მადრიდის რეალთან 1:2 დამარცხდა, იამალმა სრული მატჩი ჩაატარა, თუმცა საგოლე ქმედებებით თავი არ გამოუჩენია. არც ისე დიდი ხნის წინ, ფეხბურთელს საზარდულის ტრავმა ჰქონდა.
„სიმართლე გითხრათ, ასეთი ტრავმების მკურნალობა რთული ამბავია. მათ ახასიათებს ტკივილი, რომელიც 50%-ით ამცირებს ფეხბურთელის მოძრაობის და ბურთზე დარტყმის შესაძლებლობას - სწორედ ეს ვიხილეთ კლასიკოშიც.
მას კარში თითქმის არ დაურტყამს, გადაადგილება უჭირს და მუდმივად გაწელვას ცდილობს. ეს შინაგანი და შემაწუხებელი ტკივილი არ გიშლის ხელს თამაშში, მაგრამ არ გაძლევს საუკეთესო ფორმაში შესვლის შესაძლებლობას, რაც, თავის მხრივ, შრომისუნარიანობას გიქვეითებს." - აღნიშნა სპორტულმა რეაბილიტოლოგმა პედრო ლუის რიპოლმა.
რიპოლის თქმით, არასწორი მკურნალობით იამალის პრობლემები შესაძლოა რამდენიმე რამდენიმე თვე გაგრძელდეს.