ცინცინატის 1000-ქულიან მასტერსზე კაცთა და ქალთა ფინალური მატჩები გაიმართა.
კაცთა ფინალში მსოფლიო რეიტინგის 21-ე ნომერი არტურ ფილსი 23-ე ნომერი ფრანსის ტიაფოს დაუპირისპირდა.
მატჩი 1 საათი და 28 წუთი გაგრძელდა და 3 სეტში ფრანგის გამარჯვებით დასრულდა (6-3, 1-6, 6-0).
22 წლის ფილსი გახდა ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფრანგი ჩოგბურთელი, რომელიც მასტერსის ჩემპიონი გახდა.
ფილსმა ჩემპიონობის გზაზე ჰანფმანი, ლეჰეჩკა, დე მინორი, ტირანტე, კობოლი და ტიაფო დაამარცხა, ამ გზაზე კი მან მხოლოდ 2 სეტი დათმო.
ქალთა ამერიკულ ფინალში კი მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი კოკო გოფი მე-3 ნომერ ჯესიკა პეგულას შეხვდა.
მატჩი 1 საათი და 15 წუთი გაგრძელდა და კოკო გოფმა 2 სეტში (6-2, 6-4) იმარჯვა.
22 წლის გოფმა კარიერაში მე-4 მასტერსი მოიგო და გახდა ღია ეპოქაში მე-3 ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც ცინცინატის ტურნირი მინიმუმ 2-ჯერ მოიგო (სერენა უილიამსი, ვიქტორია აზარენკა და კოკო გოფი).
ამერიკელმა ჩემპიონობის გზაზე სამსონოვას, ლის, ბუზკოვას, კოსტიუკს, ბეილეკსა და პეგულას აჯობა და ამ მატჩებში მხოლოდ 1 სეტი წააგო.