VIDEO: მაიამის მასტერსის ქალთა ფინალური წყვილი გაირკვა
27 მარ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მაიამის 1000-ქულიან მასტერსზე ქალთა ნახევარფინალური მატჩები გაიმართა.
პირველ შეხვედრაში მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი კოკო გოფი მე-14 ნომერ კაროლინა მუხოვას დაუპირისპირდა. ამერიკელისა და ჩეხის თამაში საათნახევარი გაგრძელდა და გოფის მარტივი გამარჯვებით 2 სეტში (6-1, 6-1) დასრულდა.
კოკო გოფმა ფინალის გზაზე იტალიელი კოჩიარეტო, ამერიკელი პარკსი, რუმინელი კირსტეა, შვეიცარიელი ბენჩიჩი და ჩეხი მუხოვა დაამარცხა.
მეორე ნახევარფინალურ მატჩში კი მსოფლიო რეიტინგის პირველი და მეორე ნომრების შეხვედრა შედგა, რაც ინდიან უელსის ფინალის გამეორება იყო. არინა საბალენკასა და ელენა რიბაკინას თამაში 1 საათი და 20 წუთი გაგრძელდა და საბალენკამ 2 სეტში (6-4, 6-3) გაიმარჯვა.
არინამ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ამერიკელ ლის, ამერიკელ მაკნნელის, ჩინელ ჟენგს, ამერიკელ ბატისტსა და ყაზახ რიბაკინას აჯობა, თანაც ყველა სეტის წაუგებლად.
არინა საბალენკასა და კოკო გოფის ფინალური მატჩი 28 მარტს გაიმართება.