მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი და გრანდ სლემის ოთხგზის ჩემპიონი ცენტრალურ კორტზე შესანიშნავ ფორმაში იყო და მსოფლიოს მოქმედი პირველი ნომერი არინა საბალენკა დამაჯერებლად, ანგარიშით 6:2, 7:6(2) დაამარცხა.
საბალენკას მიმდინარე სეზონში ოსაკასთან ჩატარებული სამივე შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
იაპონელი ჩოგბურთელის ერთადერთი გამარჯვება მსოფლიოს პირველ ნომერთან მათ პირველ დაპირისპირებაში, 2018 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე დაფიქსირდა.
სწორედ იმ ტურნირზე მოიპოვა ოსაკამ კარიერის პირველი გრანდ სლემის ტიტული.
ქალთა ერთეულთა ტურნირს ზედიზედ მეცხრედ ეყოლება ახალი ჩემპიონი. ეს ტენდენცია 2017 წლიდან გრძელდება, მას შემდეგ რაც 2024 წლის გამარჯვებული ბარბორა კრეიჩიკოვა თანამემამულე კაროლინა მუხოვასთან დამარცხდა.
მეოთხედფინალში ოსაკას სწორედ კაროლინა მუხოვა დაუპირისპირდება. მათ ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 3:3-ია.
ბოლოს, მხოლოდ 2 კვირის წინ, ბად ჰომბურგის ფინალში მუხოვამ გაიმარჯვა, თუმცა იმ შეხვედრაში ოსაკამ ტრავმის გამო მატჩი ნაადრევად შეწყვიტა.
ოსაკა საბალენკას რამდენიმე კვირის წინ საფრანგეთის ღია პირველობაზეც შეხვდა, სადაც ბელარუსმა 7:5, 6:3 იმარჯვა.
მანამდე კი საბალენკამ იაპონელი ჩოგბურთელი ინდიან უელსისა და მადრიდის ტურნირებზეც დაამარცხა.