• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
VIDEO: უიმბლდონის ჩეხურ ფინალში ნოსკოვამ მუხოვა დაამარცხა
ჩოგბურთიჩოგბურთი

VIDEO: უიმბლდონის ჩეხურ ფინალში ნოსკოვამ მუხოვა დაამარცხა

11 ივლ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

თავის კარიერაში დიდი სლემის პირველივე ფინალში ლინდა ნოსკოვამ ჩოგბურთის მწვერვალი დაიპყრო.


21 წლის, მე-9 ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა უიმბლდონის 2026 წლის ქალთა ერთეულთა თანრიგის ჩეხურ ფინალში კაროლინა მუხოვა დაამარცხა, რომელთან ერთადაც 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე წყვილთა თანრიგში ასპარეზობდა.


ნოსკოვამ მე-10 ნომრად განთესილი მეტოქე 6:2, 5:7, 6:3 დაამარცხა და უიმბლდონის ჩემპიონობა მოიპოვა. ამგვარად, ის ბოლო ათწლეულის განმავლობაში „ვენუს როუზუოტერის თასის“ მე-10 განსხვავებული მფლობელი გახდა.


21 წლისა და 237 დღის ასაკში ნოსკოვა ბოლო 15 წლის განმავლობაში უიმბლდონის ქალთა ერთეულთა თანრიგის ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი გახდა.


მან თანამემამულე პეტრა კვიტოვას შედეგი გაიმეორა, რომელიც ფინალს სამეფო ლოჟიდან ადევნებდა თვალს და ორივე ჩეხ ჩოგბურთელს გულშემატკივრობდა.


WTA-ს რეიტინგში კარიერის საუკეთესო შედეგის მიღწევის შემდეგ მსოფლიოს მე-7 ჩოგანს უკვე შეუძლია, საკუთარ თავს დიდი სლემის ჩემპიონი უწოდოს. ნოსკოვამ კარიერაში პირველი დიდი ტიტული 2 საათსა და 28 წუთში მოიპოვა.


მუხოვამ, რომელიც წარსულში როლან გაროსის ფინალისტი იყო, მე-2 სეტში 5 მატჩ-პოინტი გადაარჩინა და შეხვედრა გადამწყვეტ სეტამდე მიიყვანა.


თუმცა მსოფლიოს ახალმა მე-6 ჩოგანმა ნოსკოვას მძლავრ შეტევებს ვეღარ გაუძლო და მეექვსე მატჩ-პოინტზე დამარცხდა.


ასე გახდა ლინდა ნოსკოვა ცენტრალური კორტის წლევანდელი დედოფალი.


თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

უიმბლდონი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

უიმბლდონის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

უიმბლდონის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: უიმბლდონზე ქალთა ჩეხური ფინალი შედგება

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

VIDEO: უიმბლდონზე ქალთა ჩეხური ფინალი შედგება
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მარტივად მოგებული ნახევარფინალები - უიმბლდონის ფინალი გაირკვა

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

მარტივად მოგებული ნახევარფინალები - უიმბლდონის ფინალი გაირკვა
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

სეზონის პირველი გრენდ სლემი მოგებულია - სინერი უიმბლდონის გამარჯვებულია

•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

სეზონის პირველი გრენდ სლემი მოგებულია - სინერი უიმბლდონის გამარჯვებულია
•ჩოგბურთი

ჩოგბურთი

News image

08 ივლ, 2026

უიმბლდონის ნახევარფინალური წყვილები გაირკვა

News image

09 ივლ, 2026

VIDEO: უიმბლდონზე ქალთა ჩეხური ფინალი შედგება

News image

10 ივლ, 2026

მარტივად მოგებული ნახევარფინალები - უიმბლდონის ფინალი გაირკვა

News image

12 ივლ, 2026

სეზონის პირველი გრენდ სლემი მოგებულია - სინერი უიმბლდონის გამარჯვებულია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება