VIDEO: ცვლილებაზე შევიდა და შეაგდო - აშორტიამ ზედიზედ მე-2 ტურში გაიტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
იმედა აშორტიამ უზბეკეთის სუპერ ლიგის ზედიზედ მე-2 შეხვედრაში გაიტანა.
ჩემპიონატის მე-10 ტურში, ქართველი შემტევის ონდიჯანი დინამო სამარყანდთან 0:1 მარცხდებოდა, 73-ე წუთიდან აშორტია მოედანზე შევიდა და 7 წუთში ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ, მისმა გუნდმა 2:1 მოიგო.
ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში 2 გოლი და 1 ასისტი აქვს. გასული სეზონი 12 საგოლე მოქმედებით დაასრულა - 10 გოლი, 2 ასისტი.
10 ტურის შემდეგ, ონდიჯანს 13 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და ოთხეულს 4 ქულით ჩამორჩება. მომდევნო ტურში, 4 მაისს, მე-10 ადგილოსან ხორაზმ ურგანჩს ესტუმრება.