VIDEO: გამარჯვება აჭარაბეთ არენაზე - ტორპედო ლიდერებს მიუახლოვდა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის მე-9 ტური და, მასთან ერთად, პირველი წრე ბათუმში, აჭარაბეთ არენაზე დასრულდა - ტორპედო ქუთაისმა დინამო ბათუმი 3:0 დაამარცხა.
ქუთაისელები დააწინაურა 21 წლის დიეგო დეისაძემ, რომელიც კარგ ფორმაში შევიდა და ბოლო 5 თამაშში 4 საგოლე მოქმედება აქვს - 2 გოლი, 2 ასისტი. ტორპედომ პოლონური ტერმალიცადან დაიმატა.
ამის შემდეგ გიორგი არაბიძემ 2 საგოლე პასი გააკეთა - ჯერ მატეი შიმიჩმა გაიტანა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო გოლი, საბოლოო ანგარიში კი დინამო ბათუმის ექს-კაპიტანმა, ვლადიმერ მამუჩაშვილმა დააფიქსირა.
2026 წლის ეროვნულ ლიგაში 3 ფეხბურთელია, რომლებსაც ყველაზე მეტი საგოლე მოქმედება აქვთ - მამუჩაშვილი (3 გოლი, 3 ასისტი), დილას შემტევი ლაშა მენთეშაშვილი (3 გოლი, 3 ასისტი) და არაბიძე (2 გოლი, 4 ასისტი).
ტორპედომ ზედიზედ მე-5 დაუმარცხებელი შეხვედრა ჩაატარა და ლიდერებს მიუახლოვდა, ხოლო დინამო ბათუმი ცხრილის ბოლო ადგილზე რჩება. სრული სურათი ასეთია:
1. იბერია (თბილისი) - 17 ქულა;
2. დილა (გორი) - 16 ქულა;
3. რუსთავი (რუსთავი) - 15 ქულა;
4. ტორპედო (ქუთაისი) - 14 ქულა;
5. სპაერი (თბილისი) - 11 ქულა;
6. დინამო (თბილისი) - 11 ქულა;
7. მეშახტე (ტყიბული) - 10 ქულა;
8. გაგრა (თბილისი) - 10 ქულა;
9. სამგურალი (წყალტუბო) - 8 ქულა;
10. დინამო (ბათუმი) - 7 ქულა.
ბომბარდირთა დავას, 4-4 გოლით, იბერიას ამირან ძაგანია და რუსთავის ჟანი ლიდერობენ, ხოლო ყველაზე მეტი ასისტი გიორგი არაბიძესა და გაგრას ვანდერსონს აქვთ შესრულებული - 4-4.
ეროვნული ლიგის მე-10 ტური 1-ელ მაისს იწყება და 2-ში სრულდება, მთავარი მატჩი რუსთავშია - გია ცეცაძის რუსთავი დილას მასპინძლობს, ტორპედო სპაერთან სტუმრად ითამაშებს, ხოლო აჭარაბეთ არენაზე დინამოების დაპირისპირებაა.