VIDEO: თავზე ელეგანტურად გადაუგდო - ვოლკოვმა ბერდიევის თურანს გაუტანა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
დავით ვოლკოვმა, აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის 29-ე ტურში, მე-3 ადგილოსან თურან თოვუზს გასვლით შეხვედრაში გაუტანა. მისმა ზირამ 1:1 ითამაშა.
თურანს, რომელსაც ყურბან ბერდიევი წვრთნის, ქართველმა თავდამსხმელმა 63-ე წუთზე ლამაზი გოლი შეუგდო, წონასწორობა აღადგინა და, როგორც აღმოჩნდა, საკუთარ გუნდს ქულა მოუტანა.
30 წლის ცენტრფორვარდისთვის, მიმდინარე ჩემპიონატის მე-18 მატჩში მე-6 გოლია და ზირას საუკეთესო ბომბარდირია. ბოლოს სათასო მატჩში სუმგაითთან ჰქონდა გატანილი - 3 მარტს, უშუალოდ პრემიერ ლიგაში კი 14 თებერვლის შემდეგ პირველად შეაგდო.
ვოლკოვის გარდა, ზირას რიგებში თამაშობს გიორგი პაპუნაშვილი - ბოლო დროს სათადარიგოთა შორის რჩება და ეს შეხვედრაც სრულად სკამზე გაატარა.
ზირამ ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა, 46 ქულა მოაგროვა და მე-4 ადგილზე იმყოფება - წინ სწორედ თურანი, ყარაბაღი და საბაჰ ბაქო არიან.
ქართველების გუნდი მომდევნო ტურში, 3 მაისს, უმასპინძლებს კახა ცხადაძის გაწვრთნილ გაბალას, რომელსაც 20 ქულა აქვს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.