VIDEO: საბოლოო გამარჯვებასთან ახლოს - გოგას ორლანდომ დეტროიტს მე-3 მატჩი მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა დეტროიტ პისტონსთან სერიაში მე-3 გამარჯვება იზეიმა - 94:88.
ფლორიდელებს საშინაო მატჩში დესმონდ ბეინმა ულიდერა (22 ქულა, 5 მოხსნა, 1 ასისტი), კარგი მატჩი ჰქონდათ ფრანც ვაგნერს (19 ქულა, 5 მოხსნა, 3 ასისტი), პაოლო ბანკეროსა (18 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი) და ვენდელ კარტერს (12 ქულა, 11 მოხსნა, 4 ასისტი).
რაც შეეხება გოგას, მან პარკეტზე 13:12 წუთი გაატარა - 2 ქულა, 6 მოხსნა, 2 დაფარება.
ცნობისთვის, მეჯიქს პლეი-ოფის პირველი ეტაპი 2010 წლის შემდეგ აღარ გაუვლია, ხოლო პისტონსი, რომელიც მიმდინარე სეზონის აღმოსავლეთ კონფერენციის რეგულარული ჩემპიონატის პირველადგილოსანია, პლეი-ოფის მეორე რაუნდში 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.
შედეგად, ჯამალ მოზლის გუნდმა სერია 3:1 წაიყვანა და, საპლეიოფო ეტაპზე, ბოლო 9 საშინაო მატჩში 8 გამარჯვება აქვს. სერიის მომდევნო, მე-5 თამაში მიჩიგანშია - 30 აპრილის 04:00 საათზე.