VIDEO: ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-3 ტურში სენტ-ეტიენმა საკუთარ მოედანზე გრენობლი მიიღო და 4-0 გაანადგურა.
მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო ზურიკო დავითაშვილმა, რომელიც თამაშში 27-ე წუთზე ტრავმირებული თანაგუნდელის მაგივრად ჩაერთო.
82-ე წუთზე შეხვედრის საბოლოო ანგარიში სწორედ ქართველმა დააფიქსირა, რომელმაც თანაგუნდელ ბოაკიესთან კედელი გაითამაშა და მომენტი შესანიშნავად დააგვირგვინა.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა, სენტ-ეტიენი კი 3 მატჩში მოპოვებული 9 ქულით სატურნირო ცხრილს სათავეში უდგას.