ლა ლიგის მე-10 ტურში გიორგი მიქაუტაძის ვილიარეალმა ვალენსიურ დერბიში სტუმრად ვალენსიას მოუგო.
მესტალიაზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები ჟერარ მორენომ (პენალტი) და კომესანამ გაიტანეს.
გიორგი მიქაუტაძემ აღნიშნული შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 79 წუთი გაატარა, რის შემდეგაც ახომაჩს დაუთმო ადგილი.
ჟორჟის აქტიურობას ვალენსიას მეორე გოლი მოჰყვა - მისი დარტყმის შემდეგ საჯარიმოში ყველას კომესანამ დაასწრო და მატჩში წერტილი დასვა.
VIDEO: ჟორჟის აქტიურობას გოლი მოჰყვა - კომესანიამ გაიტანა
ჯამში მიქაუტაძემ კარისკენ 3-ჯერ დაარტყა და 8-დან 7 პასი ზუსტად შეასრულა.
ვილიარეალმა ლა ლიგაში 20 ქულა დააგროვა და მე-3 ადგილზე გადაინაცვლა, წინ მხოლოდ ბარსელონა (22) და რეალი (24) არიან.