ესპანური Marca-ს ცნობით, რეალის ფეხბურთელებმა მოისმინეს ლამინ იამალის სიტყვები, სადაც მან განაცხადა, რომ რეალი იპარავს და ისინი ამით უკმაყოფილო არიან.
ფეხბურთელები დაიღალნენ მისით და მას ცუდ თანაგუნდელად მიიჩნევენ. მადრიდში ფიქრობენ, რომ ლამინ იამალს, ალბათ მისი ახალგაზრდული ასაკის გამო, პროფესიონალებს შორის არსებული წესების პატივისცემა არ აქვს.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათ შეუფერებელი ქცევა შეუნიშნავთ, თუმცა ამჯერად ეს უკვე ზედმეტად შორს წავიდა.
Mundo Deportivo-ს ცნობით, რეალის კაპიტანი დანი კარვახალი ბარსელონას ფეხბურთელთან ამ საკითხზე ელ კლასიკოს დასრულებისთანავე ისაუბრებს.
"რეალი იპარავს და შემდეგ წუწუნებს, ამას აკეთებენ ისინი." - მადრიდელთა რეაქცია იამალის ამ კომენტარს მოჰყვა.