ბარსელონას მცველმა, რონალდ არაუხომ, ვინისიუსი გამოარჩია.
„ვინი შესანიშნავი ფეხბურთელია. ყოველთვის, როცა მას მოედანზე ვხვდებით, ის ძალიან პროფესიონალურად იქცევა.
მასთან თამაში გაიძულებს ყველაფერი საუკეთესო გამოავლინო, რაც გაგაჩნია. ასე იქცევიან ტოპ-ფეხბურთელები, მეტოქეებშიც ხსნიან მაქსიმალურ პოტენციალს.
ძალიან მომწონს ვინისნაირი ფეხბურთელები: თამამები, აგრესიულები. ჩემთვის სულერთია, რაც ლაპარაკობს ის მოედნის ფარგლებს გარეთ.
მნიშვნელოვანი მხოლოდ ისაა, საფეხბურთო მოედანზე რას აკეთებს." - აღნიშნა ურუგვაელმა.
არაუხო და ვინისიუსი ერთმანეთს 26 ოქტომბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ მატჩში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.