რინუს მიხელსის ყოფილი ასისტენტი, ხოსე მარია მინგელია მიიჩნევს, რომ ბარსელონა შეცდა, როცა კილიან მბაპე არ დაიმატა.
- ანუ, დღეს თქვენ მიგაჩნიათ, რომ მბაპე უფრო გადამწყვეტი ფეხბურთელია, ვიდრე ლამინ იამალი.
„ბევრად. აქ მთავარი ფაქტორი გოლებია, ეს არის გადამწყვეტი ფაქტორი. არ მიდნა ლამინის ვინმესთან შედარება, მაგრამ ფეხბურთელები, რომლებიც ტიტულებს იგებენ არიან დი სტეფანო, უგო სანჩესი, მესი, რონალდუ... ისინი საჯარიმოსთან ძალიან ახლოს მოქმედებენ."
- კი მაგრამ, მბაპე გასულ სეზონში ბომბარდირი გახდა, ბარსელონამ კი ჩემპიონატი მაინც მოიგო.
„ასეა. არ ვაპირებ მათ შედარებას. თუმცა, ამის მიზეზად იმას ვასახელებ, რომ რეალს ჩემპიონატში სუსტი წელი ჰქონდა, გუნდი ჩემპიონთა ლიგიდანაც ნაადრევად გავარდა. ანუ ემბლემა მნიშვნელოვანია, მაგრამ მატჩის ბედს ფეხბურთელი წყვეტს. ასე შეიძლება მეც ჩამაცვა ნებისმიერი გუნდის მაისური, მაგრამ კლუბის დნმ იშლება, როცა გუნდში საჭირო ფეხბურთელები არ არიან.
სანტილიანა მკვდარ გოლებს იტანდა. იყო თუ არა ეს დნმ-ის დამსახურება? არა, ყველაფერს თავად სანტილიანა აკეთებდა. ახლა კი მათ მბაპე ჰყავთ - ბარსელონას ისტორიული შეცდომა. ხელმძღვანელობაც დაგიდასტურებთ ამ სიტყვებს - კლუბს მბაპეს შეძენა შეეძლო, თუმცა დემბელე ამჯობინა, იმიტომ რომ, მათი აზრით, ის გუნდს უფრო მოუხდებოდა." - აღნიშნა ბარსას ექს-მწვრთნელის ყოფილმა დამხმარემ, რომელსაც აგენტადაც უმუშავია.