რაფინია ელ კლასიკოში ითამაშებს.
ბრაზილიელმა ვინგერმა ოვიედოსთან 25 სექტემბრის მატჩში მიიღო დაზიანება და მას შემდეგ მოედაზე აღარ გასულა.
როგორც Marca იუწყება, ფეხბურთელმა საერთო ჯგუფში ვარჯიშ განაახლა და 26 ოქტომბერს გასამართ ელ კლასიკოში მონაწილეობას მიიღებს.
წყარო ხაზს უსვამს, რომ რაფინიას გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად წარიმართა. მეტიც, მას ოლიმპიაკოსთან გუშინდელ მატჩშიც შეეძლო მონაწილეობის მიღება, თუმცა ფლიკმა არ იჩქარა და ბრაზილიელს დამატებითი დრეები მისცა სრული რეაბილიტაციისთვის.
ჯერჯერობით უცნობია, დაიწყებს თუ არა რაფინია კლასიკოს სასტარტოდან.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე გასამართ მატჩში თითქმის გამორიცხულია რობერტ ლევანდოვსკის მონაწილეობა, რომელიც ოქტომბრის სანაკრებო მატჩებიდან ტრავმით დაბრუნდა.