ჰანსი ფლიკის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვეს.
გერმანელმა სპეციალისტმა ჟირონასთან მატჩში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება ნაადრევად მოუწია.
თუმცა, ბარსელონა მწვრთნელის გაძევებას არ დაეთანხმა და აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა აპელაცია არ მიიღო და ფლიკის დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ფლიკი 26 ოქტომბერს გასამართ ელ კლასიკოში ბარსელონას სამწვრთნელო სკამიდან ვერ დაეხმარება და მატჩზე თვალის მიდევნება ტრიბუნებიდან მოუწევს.