VIDEO: ფერმინის ჰეთთრიქი, რაშფორდის დუბლი - ბარსამ ოლიმპიაკოსი გაანადგურა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურში ბარსელონა მონჟუიკზე ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და 6-1 გაანადგურა.
მატჩი სწრაფი გოლით დაიწყო. მე-7 წუთზე ანგარიში ფერმინ ლოპესმა გახსნა. 39-ე წუთზე ესპანელმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა და სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმის სტარტზე შეხვედრაში შაინტერესო რამ მოხდა. 50-ე წუთზე აიუბ ელ ქააბიმ გოლი გაიტანა, თუმცა საქმეში VAR ჩაერთო, რომელმაც გოლი გააუქმა და ბარსელონას კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად კვლავ ელ ქააბიმ შეასრულა და ანგარიში 2-1 მაინც გახადა.
68-ე წუთზე პენალტი უკვე ოლიმპიაკოსის კარშიც დაინიშნა, რომელიც ლამინ იამალმა შეასრულა დამაჯერებლად.
74-ე წუთზე მარკუს რაშფორდმა ეფექტური გოლით გამოიჩინა თავი, აქედან 2 წუთში კი ფერმინ ლოპესმა ჰეთთრიქი შეასრულა, 79-ე წუთზე დუბლი რაშფორდმა მიითვალა, რომელმაც არანაკლებ ლამაზი გოლი გაიტანა.
ბარსელონამ ოლიმპიაკოსი 6-1 გაანადგურა და ლა ლიგაში გასამართ ელ კლასიკოს კარგ განწყობაზე ხვდება. კატალონიელებს 3 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვთ, ოლიმპიაკოსის ანგარიშზე კი მხოლოდ 1 ქულაა.