ბარსელონას მცველს, ალექს ბალდეს იმედი აქვს, რომ მისი გუნდი რეალს კლასიკოში უბრალოდ კი არ დაამარცხებს, არამედ გაანადგურებს.
26 ოქტომბერს რეალი ბარსელონას სანტიაგო ბერნაბეუზე უმასპინძლებს.
„ელ კლასიკოს მოუთმენლად ველოდები. ეს განსაკუთრებული მატჩია. იმედია, მადრიდს ბერნაბეუზე კვლავ გავანადგურებთ, მაგრამ მთავარი რა თქმა უნდა 3 ქულაა.
ვფიქრობ, კლასიკოს წინ კარგ ხასიათზე ვიმყოფებით, თუმცა ამჟამინდელი ფორმა არაფერს ნიშნავს, რადგან ასეთ თამაშში ყველაფერი შეიძლება მოხდეს." - აღნიშნა ბარსელონას მარცხენა მცველმა.
2024/25 სეზონში ბარსელონამ რეალს 4-დან 4 გამართული კლასიკო მოუგო.