ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა მაიამიში ვილიარეალისა და ბარსელონას გაუქმებულ მატჩსა და რეალის მოთამაშეების რეაქციაზე კომენტარი გააკეთა.
„რატომ გაუქმდა მაიამის მატჩი? ბევრი მიზეზია, ბევრი პროცესი… რეალის მოთამაშეებისგან მხოლოდ ერთი სიტყვა გვესმის - კორუფცია, კორუფცია, კორუფცია.
ვუსმენ კურტუას და ის ზუსტად იმავეს ამბობს, რასაც მათი გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი. რა თქმა უნდა, აბა სხვა რა უნდა თქვან რეალის ფეხბურთელებმა...“ - განაცხადა ტებასმა.
The Athletic-ის ცნობით, მიუხედავად აღნიშნული მატჩის ჩაშლისა, ხავიერ ტებასი არ დანებდება და მაინც შეეცდება, რომ ლა ლიგის მატჩები ესპანეთს მიღმა ჩატარდეს.
ვილიარეალისა და ბარსელონას მატჩი მაიამიში გაუქმდა