მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა, ჩაბი ალონსომ, ჯუდ ბელინგემი შეაქო.
ინგლისელმა ნახევარმცველმა იუვენტუსთან მატჩში ერთადერთი გოლი გაიტანა, რომელიც გამარჯვების აღმოჩნდა (1:0).
„ჯუდ ბელინგემმა გოლის გარეშეც ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მისი თამაში ჯერ კიდევ ხეტაფესთან მომეწონა, იუვენტუსთან კი კიდევ უფრო მეტად, მითუმეტეს რომ მისი გოლით მოვიგეთ.
თავისი თამაშით ის საოცარ შეგრძნებებს გჩუქნის და გაჩვენებს, რამდენად კონკურენტუნარიანია, როგორ შეუძლია სახიფათო მომენტების შექმნა. ჯუდის გამო ძალიან გახარებული ვარ.
მის არსენალში არის შეტევაში სათამაშოდ საჭირო ინსტინქტები და თვისებები, მაგრამ ის ამავდროულად კარგი რვიანიც არის, რომელიც ერთი საჯარიმოდან მეორემდე თამაშბს.
ჯუდი - ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ფეხბურთელია მსოფლიოში." - აღნიშნა ალონსომ.