რეალის ნახევარმცველმა, ორელიან ჩუამენიმ, ელ კლასიკოს მოგების საჭიროებაზე ისაუბრა.
26 ოქტომბერს სანტიაგო ბერნაბეუზე რეალი ბარსელონას თბილისის დროით 19:15 საათზე უმასპინძლებს.
„ვხვდებით, რომ ყოველთვის უნდა ვიგებდეთ, როცა ბარსელონას ვხვდებით.
ვიცით, რა მოხდა წინა სეზონში, მაგრამ ამას ახლა მნიშვნელობა აღარ აქვს [ბარსამ ოთხიდან ოთხი ელ კლასიკო მოიგო - ავტ].
ახლა კარგ ფორმაში ვართ და ეს ბარსელონასთან უნდა დავამტკიცოთ, კლასიკო აუცილებლად მოსაგებია." - აღნიშნა ფრანგმა ფეხბურთელმა.