ბარსელონას დანაკლისი ზეგინდელ ელ კლასიკოში გაიზარდა.
რობერტ ლევანდოვსკი თამაშს რომ ტრავმის გამო ტოვებს, ეს არახალია. თუმცა, დიდი ალბათობით, ბერნაბეუზე ვერც რაფინია ითამაშებს.
ბრაზილიელმა ტრავმა სექტემბრის ბოლოს, ოვიედოსთან მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გასულა.
აქამდე არსებული ინფორმაციებით, რაფინია გამოჯანმრთელდა და კლასიკოში უნდა ეთამაშა კიდეც. თუმცა, დღევანდელ ვარჯიშზე ფეხბურთელმა დისკომფორტი იგრძნო და ნაადრევად მოუწია გაჩერება.
გუშინ ფეხბურთელმა ექიმებისგან მატჩში მონაწილეობაზე მწვანე შუქი მიიღო, დღეს კი ვარჯიში ვერ ჩაამთავრა ბოლომდე.
ეს გარემოება მის მონაწილეობას 26 ოქტომბრის ელ კლასიკოში პრაქტიკულად გამორიცხავს.