ჯუდ ბელინგემმა სეზონის პირველი ელ კლასიკოს წინ ამ მატჩის მნიშვნელობასა და სპეციფიკაზე ისაუბრა.
„ელ კლასიკო არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მატჩი ფეხბურთში. ბავშვობაში ყველა მათგანს ვუყურებდი, ახლა კი რამდენიმე მათგანში თავადაც ვითამაშე, მქონდა კარგი და ცუდი მომენტებიც.
ეს საოცარი მატჩია სათამაშოდ, განსაკუთრებით, როცა საკუთარ მოედანზე ტარდება. ჩვენ მართლაც ძალიან ველით მას. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მატჩის მართვაა - მომენტის, ემოციების და იმ მცირე დეტალების, რომლებიც დიდ განსხვავებას ქმნიან.
შარშან, როცა ჩამორჩენაში ვიყავით, ეს ძალიან გვაწუხებდა და თამაშს ხელიდან ვუშვებდით. ახლა კი მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცის შენარჩუნებაა მთელი 90 წუთის განმავლობაში.
ტაქტიკურად, ჩვენ ვიცით, როგორ თამაშობენ ისინი და როგორ გვინდა ჩვენ ვითამაშოთ. საიდუმლო იმაშია, რომ დანარჩენი მატჩი კარგად უნდა ვმართოთ - განსაკუთრებით დაძაბულობის, ზეწოლისა და ატმოსფეროს მხრივ, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. სწორედ ეს დეტალებია, რომლებიც საბოლოო შედეგს განსაზღვრავენ.“ - განაცხადა ინგლისელმა.
რეალი ბარსელონას სანტიაგო ბერნაბეუზე 26 ოქტომბერს მიიღებს. მატჩი 19:15 საათზე დაიწყება.