ლამინ იამალმა ელ კლასიკოს წინ სოციალურ ქსელში სამოტივაციო ვიდეო გამოაქვეყნა.
„მოთამაშე, რომელიც უბნიდან მოდის, არ იბრძვის დიდებისთვის, ის იბრძვის საკუთარი მომავლისთვის.
ის არ თამაშობს ყურადღებისთვის. ის თამაშობს იმისთვის, რომ აღარ დაბრუნდეს იქ, სადაც იყო. ნამდვილი ზეწოლა არ არის სტადიონზე, ის მოდის იმ მეგობრების აზრებიდან, ვინც მას ბავშვობიდან იცნობს.
როდესაც გაიტანს, არ ზეიმობს ეგოს გამო, ზეიმობს იმიტომ, რომ იცის: ამ ერთ გოლს შეუძლია ყველაფერი შეცვალოს... მისთვის, მისი ხალხისთვის, მისი უბნისთვის.
შიში? შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე.“ - იამალმა ვიდეო ინსტაგრამის სთორიზე გამოაქვეყნა.
ახალგაზრდა ესპანელმა ვიდეოსთან ერთად ასეთი ფოტოც გასთორა.
