მარკუს ზორგს მიაჩნია, რომ ბარსელონასა და რეალს კლასიკოს მოგების თანამარი შანსი აქვთ.
დღეს კატალონიელები სტუმრად მადრიდის რეალს ლა ლიგის მე-10 ტურში დაუპირისპირდებიან. ბარსას მთავარი მწვრთნელი მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.
„ასეთი მატჩები ყოველთვის 50-50-ზეა. გაიმარჯვებს ის, ვინც უკეთ ითამაშებს, ესაა და ეს. ჩვენ ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ, პრესინგი და მაღალი დაცვის ხაზი ვითამაშოთ. რაიმეს შეცვლა სტრუქტურის შეცვლასაც ნიშნავს, რაც საერთოდ ვერ დაგვეხმარება.
ჰანსი ყოველთვის ძალიან გვაკლია, როცა ჩვენთან არ არის. ის გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრია. თუმცა, ყველამ ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ.
რაფინია არ იქნება, მაგრამ საკმარისი ფეხბურთელი გვყავს. შევეცდებით, ფერანი ვათამაშოთ." - აღნიშნა ბარსას მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა.