ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სკანდალი კლასიკოს წინ: რა თქვა იამალმა და რამ გააბრაზა რეალის ფეხბურთელები?
ფეხბურთიფეხბურთი

სკანდალი კლასიკოს წინ: რა თქვა იამალმა და რამ გააბრაზა რეალის ფეხბურთელები?

15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

სკანდალი კლასიკოს წინ: სოციალური ქსელი მოიცვა ლამინ იამალის ხმამაღალმა სიტყვებმა მადრიდის რეალზე. მოდით, გადავხედოთ და ჩავუღრმავდეთ, რაიმე კონტექსტიდან ხომ არ იქნა ამოგლეჯილი.


რა თქვა იამალმა? და მთავარია - რა კონტექსტში


კლასიკომდე სამი დღით ადრე, ლამინი ესპანური მედიალიგის სტრიმზე მივიდა. ისინი დიდი ხანია თანამშრომლობენ, ახლახანს ბარსელონას ვინგერი თავისი გუნდის, La Capital-ის მატჩს შეყვარებულთან ერთად დაესწრო. ამჯერად მხარეებმა ერთობლივი სტრიმის ჩატარება გადაწყვიტეს - იქვე იყვნენ ჟერარ პიკე, ინსაიდერი ჟერარ რომერო და ცნობილი ბლოგერი და სტრიმერი იბაი ლიანოსი, რომლის გუნდსაც მედიალიგაში Porcinos ჰქვია.


იბაი - რეალის ცნობილი გულშემატკივარია, რომელიც კილიან მბაპესთანაც კი მეგობრობს. სწორედ ამიტომ ჩამოვარდა საუბარი რეალზეც. 


- Porcinos რეალივითაა, არა?


იამალი: "კიი. წუწუნებენ, იპარავენ და ათას რაღაცას აკეთებენ"


ეს ციტატა იბაის არ მოეწონა და ფეხბურთელს ჩააცივდა: "მოიცა, მადრიდი იპარავს?" ამავდროულად, კადრში ისმის ქალიც ხმაც, რომელიც გაოცებას ვერ მალავს იამალის სიტყვებით.


იამალმა ეგრევე გაიაზრა, რომ მისი სიტყვები შეიძლება არასწორად გაიგონ და გაჩერება სცადა: "ოუ, მოიცა-მოიცა-მოიცა-მოიცა". სიტუაციის დამშვიდება სცადა ინსაიდერმა რომერომაც, რომელმაც რამდენჯერმე გაიმეორა სიტყვა: "მშვიდად". 


ლამინმა მართლაც თქვა ეს – „დიახ, წუწუნებენ, იპარავენ“ – და ეს მართლაც ჟღერდა, როგორც პირდაპირი შედარება რეალთან, რადგან ზუსტად ასე იყო დასმული კითხვა. ბუნებრივია, ფეხბურთელი სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებდა, მაგრამ სწრაფად გაიაზრა და ყველაფერი გააკეთა, რომ ეს თემა მალევე დაეხურა.


ცხადია, მას პირდაპირი სიტყვებით „რეალი იპარავს“ არ უთქვამს – შეუძლია ახსნას, რომ უბრალოდ პორცინოსის მედია-გუნდზე ხუმრობდა. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ ლამინმა ეს თქვა იმ კითხვაზე პასუხად, რომელიც პირდაპირ კლასიკოს მეტოქეს ეხებოდა – ასე რომ, სრულად გამოძვრომა უკვე შეუძლებელი იყო.


შემდეგ ლიანოსი და ლამინი მარტო დარჩნენ – რა თქმა უნდა, ისევ რეალზე და კლასიკოზე საუბრებოდნენ. ოღონდ უკვე ხუმრობებით. აი, მათი დიალოგი:


ლამინი: "ბევრს ნუ იფიქრებ იმაზე, რომ წააგებთ"


იბაი: "შენ ბერნაბეუზე მოგიწევს გოლის გატანა....


ლამინი: "კი, მაგრამ ეს უკვე გამიკეთებია. არ გახსოვს?"


იბაი: "კი, კი, როგორ არა! მაგრამ გაიტან კვირას? კი თუ არა?"


ლამინი: "შენ როგორ გგონია?"


იბაი: "ჰმმ, არ ვიცი. მაგრამ ბერნაბეუზე რთული იქნება."


ლამინი: "ჰო, მაგრამ როცა ბოლოს იქ ვითამაშეთ... რამდენით მოვიგეთ? ჰო, 4:0!"


იბაი: "ანუ ამბობ, რომ ისევ 4:0-ს მოიგებთ?"


ლამინი: "მე ეს არ მითქვამს! თუმცა შესაძლებელია."


საბოლოოდ ნიძლავი დადეს: თუ იბაის გუნდი მოიგებს - იამალმა კლასიკოში გატანილი გოლი მას უნდა მიუძღვნას, მაგრამ თუ პირიქით, იამალის გუნდი მოიპოვებს გამარჯვებას, მაშინ იბაიმ კლასიკოს ბარსას მაისურით უნდა უყუროს. გეტყვით აქვე, რომ გამარჯვება იამალის გუნდს დარჩა...


„რეალი“ გაბრაზებულია და მოტივირებული - კარვახალი მატჩის შემდეგ იამალთან დალაპარაკებას აპირებს


ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ მადრიდის გასახდელში ლამინის ნათქვამით უკმაყოფილონი არიან.


გუნდში მიაჩნიათ, რომ იამალი ცუდი მეტოქეა და მისი მოედნის გარეთ ნათქვამი კომენტარები ძალიან არ მოსწონთ. მათი აზრით, იამალი ჯერ კიდევ მოზარდია და არ ესმის, რას ნიშნავს ფეხბურთელის პროფესიონალიზმი და მეტოქისადმი პატივისცემა. ესპანური მედია წერს, რომ ამ სიტყვებმა რეალის ფეხბურთელებს კლასიკოსთვის დამატებითი მოტივაცია მისცა.


Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თამაშის შემდეგ იამალთან საუბარს აპირებს დანი კარვახალი – ისინი ესპანეთის ნაკრებში ერთ ფლანგს იყოფენ და აქამდე კონფლიქტი არასდროს ჰქონიათ. რეალის მცველი ბარსას ვინგერს მსოფლიოს ყველაზე ნიჭიერ მოთამაშედ ხშირად მოიხსენიებს და ევროპის ჩემპიონატის განმავლობაშიც ხშირად აქებდა.


ბარსელონას მხრიდან კომენტარი ამ თემაზე ჯერჯერობით არ ყოფილა, თუმცა ანდრეს ინიესტამ განაცხადა:


„ვინმემ შეიძლება თქვას, რომ ის უბრალოდ ატმოსფეროს აცხელებს. ვიღაცას ეს არ მოეწონება. მაგრამ სინამდვილეში მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რაც მოედანზე მოხდება. კლასიკო სიტყვებზე მაღლა დგას – ეს ყველაზე დიდი მატჩია. თუ ბარსა ჩათვლის, რომ ლამინი არასწორად მოიქცა, დარწმუნებული ვარ, თავადვე დაელაპარაკებიან.“

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

რეალი
ბარსელონა
ლამინ იამალი
ელ კლასიკო

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

სეზონის პირველი ელ კლასიკო - ბრძოლა ლა ლიგის ლიდერობისთვის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სეზონის პირველი ელ კლასიკო - ბრძოლა ლა ლიგის ლიდერობისთვის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალში უკმაყოფილოები არიან - კარვახალი იამალთან საუბარს აპირებს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

რეალში უკმაყოფილოები არიან - კარვახალი იამალთან საუბარს აპირებს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

2 სთ წინ

სეზონის პირველი ელ კლასიკო - ბრძოლა ლა ლიგის ლიდერობისთვის

News image

24 ოქტ, 2025

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე

News image

2 სთ წინ

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ

News image

24 ოქტ, 2025

რეალში უკმაყოფილოები არიან - კარვახალი იამალთან საუბარს აპირებს