ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

სეზონის პირველი ელ კლასიკო - ბრძოლა ლა ლიგის ლიდერობისთვის
ფეხბურთიფეხბურთი

სეზონის პირველი ელ კლასიკო - ბრძოლა ლა ლიგის ლიდერობისთვის

13 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიოს ყველაზე დიდი საფეხბურთო მატჩი - მადრიდის რეალი სეზონის პირველ ელ კლასიკოში ბარსელონას მასპინძლობს.


მატჩის სიახლეები და მიმდინარე ფორმა


მადრიდის რეალი ლა ლიგას ორქულიანი უპირატესობით ლიდერობს და ამჟამად ოთხმატჩიანი მოგებათა სერია აქვს ყველა ტურნირზე, ამ პერიოდში კი მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა - მათ შორის შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსის წინააღმდეგ ნულოვანი ანგარიში დააფიქსირეს (1:0). ეს სერია თანაქალაქელ ატლეტიკოსთან 2:5 წაგებას მოჰყვა, რაც ამ სეზონში ერთადერთი მარცხია, თუმცა იმ თამაშის ხასიათმა შესაძლოა გულშემატკივრები ოდნავ დააფიქროს მომავალი ბლოკბასტერის წინ.


მთავარი მწვრთნელი ჩაბი ალონსო, რომელმაც როგორც ფეხბურთელმა 20 კლასიკოდან მხოლოდ ხუთი მოიგო (6 ფრე, 9 წაგება), შეეცდება ტენდენცია შეაჩეროს, რომლის მიხედვითაც რეალის ბოლო რვა მწვრთნელიდან შვიდმა პირველი კლასიკო ლა ლიგაში წააგო. თუმცა საშინაო უპირატესობა შესაძლოა მათ მხარეს იყოს - ბლანკოსს ზედიზედ რვა საშინაო მოგება აქვს ლა ლიგაში, რაც 2015 წლის თებერვლის შემდეგ საუკეთესო სერიაა.


ლა ლიგის მოქმედი ჩემპიონი ბარსელონა ცდილობს პირველობა დაიბრუნოს. სამშაბათს ოლიმპიაკოსთან 6:1 გამარჯვება და პლუს დამატებითი 24-საათიანი დასვენება, მათ ოპტიმალურ მდგომარეობაში აყენებს. ტრავმირებული ლიდერების მიუხედავად, ბლაუგრანა სეზონს ლიგის საუკეთესო თავდასხმით (24 გოლი) იწყებს, თუმცა ხშირად თამაშს ცუდად იწყებენ - ლა ლიგაში ცხრა შეხვედრიდან ოთხში პირველებმა გაუშვეს გოლი.


ერთ-ერთი ასეთი იყო ბოლო გასვლითი თამაში სევილიასთან (4:1 წაგება), თუმცა მანამდე 15 გასვლით მატჩში არ დამარცხებულან (მოგება 11, ფრე 4) ჩემპიონატში, ამიტომ ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ თავიდან აიცილებენ ზედიზედ ორ გასვლით წაგებას, რაც ბოლოს 2024 წლის აპრილში მოხდა.


ურთიერთშეხვედრების ისტორია


გასულ სეზონში ბარსელონამ სრული დომინირება მოახდინა ამ დაპირისპირებაში - მოიგო ოთხივე კლასიკო, მათ შორის ორი ფინალში, ყოველ ჯერზე სამი ან მეტი გატანილი გოლით. ისტორიაში მხოლოდ ერთხელ მოუგიათ მათ რეალისთვის ზედიზედ ხუთჯერ, თუმცა მასპინძლები შეეცდებიან ეს სერია შეაჩერონ, თანაც ლა ლიგაში ბოლო 11 შეხვედრიდან შვიდი მათ სასარგებლოდ დასრულდა (წაგება 4).


სტატისტიკა და სერიები


რეალის ექვსი საშინაო გამარჯვებიდან ოთხი ერთი გოლით დასრულდა.


მადრიდელებმა ბოლო შვიდ საშინაო კლასიკოში კარი მშრალად ვერ შეინახეს.


ამ ტურის წინ ბურთი ყველაზე მეტჯერ ძელს ბარსელონას კარს მოხვდა - ათჯერ.


ბარსელონას ბოლო ექვსივე მატჩში ორივე გუნდმა გაიტანა.


მთავარი მოთამაშეები და დანაკლისი


კილიან მბაპეს ბრწყინვალე სტატისტიკა აქვს ბარსელონას წინააღმდეგ - რვა მატჩში 11 გოლი, მათ შორის ოთხ კლასიკოში - ხუთი. მეორე მხარეს, ლამინ იამალი გასულ სეზონში რეალს ნამდვილ კოშმარს უქმნიდა - ოთხივე გამარჯვებულ შეხვედრაში ხუთ გოლში ჰქონდა წვლილი (3 გოლი, 2 ასისტი).


მსაჯი


სეზონის პირველ ელ კლასიკოს სეზარ სოტო გრადო განსჯის, რომელმაც ლა ლიგის ამ სეზონში 4 შეხვედრაში იმუშავა.


ატლეტიკო 1-1 ელჩე (3 ყვითელი ბარათი)

ოსასუნა 2-0 რაიო ვალეკანო (5 ყვითელი ბარათი)

სევილია 1-2 ვილიარეალი (5 ყვითელი ბარათი)

სელტა 1-1 ატლეტიკო (3 ყვითელი ბარათი, 1 მეორე ყვითელი ბარათი)


შეხვედრა 19:15 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ელ კლასიკო
რეალი
ბარსელონა

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ფლიკის ასისტენტი: "კლასიკოში ჰანსი ძალიან დაგვაკლდება"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფლიკის ასისტენტი: "კლასიკოში ჰანსი ძალიან დაგვაკლდება"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი კლასიკოს წინ: რა თქვა იამალმა და რამ გააბრაზა რეალის ფეხბურთელები?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სკანდალი კლასიკოს წინ: რა თქვა იამალმა და რამ გააბრაზა რეალის ფეხბურთელები?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

3 სთ წინ

ფლიკის ასისტენტი: "კლასიკოში ჰანსი ძალიან დაგვაკლდება"

News image

13 სთ წინ

"შიში დიდი ხანია ჩემს ქალაქში დავტოვე" - იამალი კლასიკოს წინ

News image

25 ოქტ, 2025

სკანდალი კლასიკოს წინ: რა თქვა იამალმა და რამ გააბრაზა რეალის ფეხბურთელები?

News image

24 ოქტ, 2025

"მთავარი ფსიქოლოგიური სიმტკიცეა" - ბელინგემი კლასიკოზე