რონალდ კუმანი თვეების განმავლობაში ცდილობდა ბარსელონას ყურადღება ახალ ჰოლანდიელ ვარსკვლავზე, კეს სმიტზე გადაეტანა, თუმცა ალკმაარის 20 წლის ტალანტისთვის ბრძოლაში მადრიდის რეალი დაწინაურდა.
ჰოლანდიის ნაკრების მწვრთნელმა სმიტი ცოტა ხნის წინ ასე დაახასიათა: „ის პედრისა და დე იონგის ნაზავია“. ახალგაზრდა მოთამაშის ნიჭით მოხიბლულია მადრიდის რეალის ყოფილი ფეხბურთელი რაფაელ ვან დერ ვაარტიც.
ვან დერ ვაარტი მიიჩნევს, რომ სმიტი Eredivisie-ს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელია და მისი მომავალი სწორედ ესპანეთის დედაქალაქს უკავშირდება.
ის უბრალოდ წარმოუდგენლად კარგი მოთამაშეა. ხშირად ვჩქარობთ ვინმესთვის ამ იარლიყის მიწებებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ის მართლაც ასეთია. თუ განვითარებას ასე გააგრძელებს, აუცილებლად მადრიდის რეალში ან მსოფლიოს რომელიმე უდიდეს კლუბში აღმოჩნდება, ჩემთვის კი ეს სწორედ რეალია
სიმწიფე და პოტენციალი
მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, ექსპერტები ხაზს უსვამენ სმიტის სიმწიფესა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას. ვან დერ ვაარტის თქმით, კეისი მიწაზე მყარად დგას, პრესის ქვეშ არ ექცევა და საკუთარ თავს ინტერვიუების დროსაც კარგად წარმოაჩენს. სავარაუდოა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება.