არენამაქსი
ქვიზები
ქვიზების ლიგა
სიახლეები
-
Aa
+
ფონტის ზომა
მას შემდეგ, რაც მანჩესტერ იუნაიტედმა რუბენ ამორიმი გაათავისუფლა, უკვე იწერება იმ კანდიდატების შესახებ, რომელთაც შესაძლოა პორტუგალიელი შეცვალონ.
BREAKING: მანჩესტერმა ამორიმი გაათავისუფლა
ოლივერ გლასნერი
გლასნერი 2024 წელს კრისტალ პალასში მისვლის შემდეგ პრემიერ ლიგაში ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ მწვრთნელად ჩამოყალიბდა.
მან სამხრეთ ლონდონში გატარებულ მოკლე პერიოდში არწივები FA თასისა და ქომიუნითი შილდის გამარჯვებამდე მიიყვანა.
ავსტრიელი სპეციალისტი ადრე არაერთხელ მოიაზრებოდა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იმ შემთხვევაში თუ ამორიმი თანამდებობას დაკარგავდა.
ჩავი
ესპანელ ლეგენდას 2024 წელს მის საყვარელი ბარსელონადან გათავისუფლების შემდეგ მწვრთნელად აღარ უმუშავია.
თუმცა, იგი კვლავ ძალიან მაღალ შეფასებას იმსახურებს, ფინანსური შეზღუდვების მიუხედავად, 2023 წელს კატალონიურ გრანდს ლა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოაგებინა.
იუნაიტედს თავისუფლად შეეძლება ჩავისთან მოლაპარაკებების დაწყება, რადგან ის ამჟამად თავისუფალი აგენტია.
ანდონი ირაოლა
ბორნმუთს ზაფხულში რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელის დაკარგვა მოუწია, მათ შორის დინ ჰაუსენისა და ილია ზაბარნის.
ახლა კლუბს შეიძლება კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს იმ პერსპექტივამ, რომ მისი ბასკი მთავარი მწვრთნელი გუნდს დატოვებს, თუ იუნაიტედი მას მიმართავს.
ანდონი ირაოლამ ალუბლები პრემიერ ლიგაში პირველივე სეზონში მეცხრე ადგილზე გაიყვანა და ამით არაერთი ქება დაიმსახურა.
გარეთ საუთგეიტი
ინგლისის ნაკრების ზედიზედ ორჯერ ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაყვანის და იქ მარცხის შემდეგ, გარეთ საუთგეიტმა სამი ლომი დატოვა და დღემდე თავისუფალია.
საუთგეიტის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელის თანამდებობასთან მიმართებით და ინგლისელი სპეციალისტი ამორიმის შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად ახლაც სახელდება.
დარენ ფლეტჩერი
იუნაიტედის ყოფილმა მოთამაშემ დროებით ჩაიბარა გუნდი, მაგრამ შეძლებს თუ არა ის მთავარი პოსტის დაკავებას?
ფლეტჩერი ამჟამად კლუბის 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად მუშაობს, ამიტომ შესაძლოა დაწინაურების კანდიდატიც იყოს.
შოტლანდიელმა ნახევარმცველმა მანჩესტერ იუნაიტედში სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით 11 წელი გაატარა და შესაძლოა გუნდში ლეგენდარული მწვრთნელის შოტლანდიური აურის ნაწილიც მოიტანოს.
ამორიმის შეცვლასთან დაკავშირებით სტატიებში ასევე სახელდება უნაი ემერის, მაურისიო პოჩეტინოს, ედი ჰაუს და სხვების სახელებიც.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები
